აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ოთხი წელია ყოველი დღე და ყოველი ღამე უკრაინელებისთვის კოშმარია – ომს მხოლოდ ერთიანი ძალით დავასრულებთ, რადგან უკრაინის ბედი ჩვენი ბედია” – ფრიდრიხ მერცი

ოთხი წელია ყოველი დღე და ყოველი ღამე უკრაინელებისთვის კოშმარია და არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის, რადგან ევროპაში ომი დაბრუნდა, – ასე ეხმაურება გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე წლისთავს.

მერცი ხაზს უსვამს, რომ ომის დასრულება მხოლოდ ერთიანი ძალით არის შესაძლებელი.

„მხოლოდ ერთიანი ძალით დავასრულებთ მას. რადგან უკრაინის ბედი ჩვენი ბედია“, – წერს გერმანიის კანცლერი.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა – რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.

იტვირთბა....