გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა „დათმობებზე წასვლა არ მოხდება“.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრაინამ უნდა თქვას სიტყვა, მაგრამ გერმანია მოლაპარაკებებისთვის მზადაა. მოსკოვში ჩასვლა და იქ დათმობებზე წასვლა — ეს არ მოხდება. სროლა თუ შეჩერდება და მოლაპარაკებების სერიოზული სურვილი გამოჩნდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა ვადეპულმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე უარყო მოწოდებები, რომ გერმანია უფრო აქტიურად უნდა სთავაზობდეს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს.
„საკომუნიკაციო არხები საკმარისია, მაგრამ არცერთი არხი სარგებელს არ მოიტანს, თუ მას საუბარი არ სურს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

