„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო-ლელო“, “დროა“, „ახალი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, „სტრარეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.
„ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.
ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა (IFEG) შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.
მოვუწოდებთ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ.
წინამდებარე კითხვარის შევსებით თქვენ გვეხმარებით დავადგინოთ სიმართლე ქიმიური მოწამვლის შესახებ.
მადლობა ნდობისთვის“ — წერია გაცხადებაში.

