ახალი ამბები

,,სასამართლო არის უსამართლობის მთავარი სიმბოლო ქვეყანაში და იმდენი უსამართლობა ხდება, რა გასაკვირია, რომ ჩვენ უსამართლობის ერთ-ერთი ეპიცენტრი ვართ ” – გიორგი ვაშაძე

სამწუხაროდ სასამართლო არის უსამართლობის მთავარი სიმბოლო ქვეყანაში , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, უსამართლობა იყო სხდომის დახურვა, რადგან სხდომა „არაფრის გამო დაიხურა“.

„ისიც უსამართლოა, რომ სხდომა დაიხურა არაფრის გამო. იმედი მაქვს, რომ შემდეგი სხდომა მაინც გაიხსნება. ქვეყანაში იმდენი უსამართლობა ხდება პროფესორ მასწავლებლებთან დაკავშირებით, მანქანების ბიზნესთან დაკავშირებით, ბავშვებთან მიმართებაში, სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებთან მიმართებაში, დასაქმებულ თუ უმუშევარ ადამიანებთან მიმართებაში და რა გასაკვირია, რომ ჩვენ ამ უსამართლობის ერთ-ერთი ეპიცენტრი ვართ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....