უნგრეთში ფიქრობენ, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსული თავდასხმების შედეგად არ დაზიანებულა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ბრიუსელში განაცხადა.
სიიარტოს თქმით, ეს არის უკრაინის პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„დრუჟბას“ მილსადენი რუსული თავდასხმის შედეგად არ დაზიანებულა. თავად მილსადენი არ დაზიანებულა. ამჟამად არ არსებობს ფიზიკური მიზეზი ან ფიზიკური დაბრკოლება მომარაგების აღდგენისთვის“, – აღნიშნა სიიარტომ.
მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ გააგრძელებს უნგრეთი სანქციების მეოცე პაკეტის დაბლოკვას.
„სულ ესაა. ეს უკრაინის მიერ წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს არის წმინდა შანტაჟი უნგრეთის წინააღმდეგ, რომლის მიზანია ჩვენი პოზიციის შეცვლა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან და ყველაფერ სხვასთან დაკავშირებით. ასე რომ, როდესაც უკრაინელები ნავთობის მომარაგების განახლებას გადაწყვეტენ, ჩვენ შეგვიძლია სიტუაციის ხელახლა შეფასება. ბურთი მათ მოედანზეა და არა ჩვენს“, – განაცხადა მინისტრმა.

