ახალი ამბები პოლიტიკა

,, ჩვენ არ გვეზიზღება უკრაინა, პრობლემა ისაა, რომ უკრაინის სახელმწიფოს ეზიზღება უნგრეთი” -პიტერ სიიარტო

პიტერ სიიარტომ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე გააკეთა.

„ჩვენ არ გვეზიზღება უკრაინა, პრობლემა ისაა, რომ უკრაინის სახელმწიფოს ეზიზღება უნგრეთი და უკრაინის სახელმწიფო ატარებს ანტი-უნგრულ მიდგომას და ეს გრძელდება ბოლო ათი წელია. უკრაინა ძალიან მტრულად იქცევა უნგრეთის მიმართ. ძალიან გთხოვთ, ჰკითხეთ უკრაინელებს, რატომ შეაჩერეს მათ ნავთობის მიწოდება უნგრეთში. ჰკითხეთ უკრაინელებს, რატომ აყენებენ საფრთხის ქვეშ ენერგომატარებლების მიწოდებას უნგრეთში. ჰკითხეთ, რატომ არ უბრუნებენ უფლებებს უნგრულ უმცირესობებს, რატომ აგდებენ საფრთხეში ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას. ძალიან მაინტერესებს, რა იქნება მათი პასუხი“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ აფინანსებს უნგრეთი რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, როდესაც ყიდულობს რუსულ ნავთობს, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტის მიერ რუსულ ნავთობში გადახდილი თანხა რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს.

„საუბარია რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2 პროცენტზე და ნუ იქნებით არასერიოზულები. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა, გადავწყვიტოთ, სად ვიყიდით ენერგიას და რა სახის ენერგორესურსებს ვყიდულობთ. ეს არის ჩვენი ეროვნული, სუვერენული უფლება. და ჩვენ არ ვართ მზად უფრო ძვირად ღირებული ენერგორესურსების შესყიდვისთვის და არც ნაკლებად სანდო წყაროებიდან ვართ მზად ენერგორესურსების შეძენისთვის. ეს ჩვენი სუვერენული საკითხია. ვხვდები, რომ არის გარკვეული რჩევები და იდეები, მაგრამ მე არასდროს ვაძლევ რჩევებს ქვეყნებს მათ ენერგეტიკულ საჭიროებებთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან თვალთმაქცური მიდგომა. უკრაინას არ აქვს უფლება საფრთხის ქვეშ დააყენოს ჩვენი ენერგოუსაფრთხოება. ჩვენ გვსურს, რომ მათ დაუყოვნებლივ აღადგინონ ნავთობის მიწოდება უნგრეთში, რადგანაც არ არსებობს არც ტექნიკური და არც ფიზიკური მიზეზი, რის გამოც ისინი ამას ვერ აკეთებენ. და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ აქ, ბრიუსელში, ისინი დგანან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მხარეს და ევროკომისია ფაქტობრივად იქცევა როგორც უკრაინის კომისია. ეს წარმოუდგენელია“, – განაცხადა სიიარტომ.

იტვირთბა....