ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც ჩემი პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დააჯილდოვა ის გმირები, რომლებიც იბრძვიან საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისთვის საქართველოში. შვედეთის მთავრობაც მათ ყველანაირად უჭერს მხარს, როგორც ეს შეგვიძლია, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ სტენერგარდმა განაცხადა.
მარია მალმერ სტენერგარდს კითხვა დაუსვეს „საქართველოს მთავრობა აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას ევროკავშირთან დაკავშირებით. ბოლოს მათი სამიზნე იყო შვედეთი. როგორ შეაფასებდით ამ მდგომარეობას“
„ზოგადად, უზარმაზარი პრობლემა არსებობს რუსულ დეზინფორმაციასთან და იმასთან დაკავშირებით, როგორ ცდილობენ ისინი ევროპაში სხვადასხვა არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას. ჩვენ გავაგრძელებთ დეზინფორმაციასთან ბრძოლას და ძალიან მკაფიოები ვიქნებით, როდესაც დავინახავთ, რომ ეს დეზინფორმაცია გამოყენებულია და როგორ არის გამოყენებული“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

