ახალი ამბები

ყულევზე EU-ს ინფორმაცია მივაწოდეთ, იმედი გვაქვს, სანქციებში არ მოხვდება – ირაკლი კობახიძე

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ყულევის პორტის შესაძლო დასანქცირების საკითხს გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, პორტი სანქციების რეჟიმს არ არღვევს და მისივე განცხადებით, ამაზე ინფორმაცია ევროკავშირსაც მიაწოდეს.

“ყულევთან დაკავშირებით ჩვენ ევროკომისიას სრული ინფორმაცია მივაწოდეთ და ეს ინფორმაცია იმას ადასტურებს, რომ ყულევში სანქციების რეჟიმი არ ირღვევა. ეს უტყუარი ინფორმაციაა, რომელიც ევროკავშირს გავუზიარეთ და აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, ყულევის პორტი სანქციების პაკეტში არ მოხვდება […] სანქციების პაკეტს სწორედ ევროკომისია განიხილავს და დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას […]

ლოგიკურად, იქიდან გამომდინარე, რომ სანქციების რეჟიმის დარღვევაზე 0 ფაქტი არსებობს, მე მგონია, რომ ყულევი სანქციებში არ მოხვდება – დანარჩენი, დაველოდოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას […] რა თქმა უნდა, სანქციების პაკეტში კონკრეტული სტრატეგიული ობიექტის მოხვედრა არ ვარგა”. – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

Reuters ისა და რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი  შეიძლება საქართველოს ყულევის პორტსაც შეეხოს.

გამოცემები წერენ, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტისთვის შემუშავებული შეთავაზება, მათ შორის, ევროკაშირში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საქართველოს ყულევისა და ინდონეზიის კარიმუნის საპორტო ტერმინალებთან ტრანზაქციების აკრძალვას მოიცავს. 

იტვირთბა....