ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ ცდილობს საქართველო დააბრუნოს რუსეთის სრული პოლიტიკური მმართველობის ქვეშ – შალვა პაპუაშვილის მხრიდან იუნკერებზე საუბარი ცინიზმი და იუნკერთა ხსოვნის შეურაცხყოფაა – სალომე სამადაშვილი

„ქართული ოცნება“ ცდილობს საქართველო დააბრუნოს რუსეთის სრული პოლიტიკური მმართველობის ქვეშ და გააუქმოს ქვეყნის სუვერენიტეტი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იუნკერების ხსოვნისადმი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაწერილს პოსტს.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, იუნკერებზე შალვა პაპუაშვილის მხრიდან საუბარი ცინიზმი, საქართველოს მოქალაქეების დაცინვა და იუნკერთა ხსოვნის შეურაცხყოფაა. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს დღეს რუსეთის დავალებით მართავს.

„ეს რეჟიმი ქვეყანას მართავს რუსეთის დავალებით, რუსეთის დღის წესრიგის შესასრულებლად და არის, ფაქტობრივად, სულიერი მემკვიდრე სწორედ იმ ხალხის, ვინც 20-იან წლებში გაანადგურა საქართველო, მათ შორის იზიარებენ იმ განწყობას, რომ საქართველომ დამოუკიდებლად, სუვერენულ, ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ვერ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, როგორც ამას ფიქრობდნენ სწორედ მარო მაყაშვილის მკვლელები. ცხადია, რომ ეს ხალხი ისტორიას სწორად ვერასდროს შეაფასებს იმიტომ, რომ ისინი თავად დგანან დღეს ისტორიის არასწორ მხარეს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

იტვირთბა....