ევროპა რუსეთთან მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყოს, – ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფაიონმა განაცხადა.
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სლოვენია მხარს უჭერს სანქციების მე-20 პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ და ზეწოლას რუსეთზე, რომ დაასრულოს ეს ომი.
„ევროპა მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყოს. ეს ეხება უსაფრთხოების გარანტიებს, მშვიდობას და სტაბილურობას ევროპის მთელ კონტინენტზე. ყოველთვის ვამბობთ, რომ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ მოლაპარაკებები ევროპასთან ერთად. ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლებები და სათქმელი. როდესაც ვსაუბრობ უსაფრთხოების გარანტიებზე, ცეცხლის შეწყვეტაზე და გრძელვადიან მშვიდობაზე, არავის უნდა შეეძლოს, ძალის გამოყენებით შეცვალოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები“, – აღნიშნა ტანია ფაიონმა.

