მზად უნდა ვიყოთ რუსეთთან საუბრისთვის, მაგრამ რუსეთის მხრიდან კომპრომისის მზადყოფნა არ ჩანს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროპა უკრაინის მხარეს იქნება.
„რუსეთის მხრიდან რაიმე მზადყოფნას ვერ ვხედავ, რეალურ კომპრომისზე წავიდეს. ჩვენი აზრით, მზად უნდა ვიყოთ საუბრისთვის და პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის საუბრისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ რუსეთზეა დამოკიდებული, აჩვენოს, რომ აქვს სურვილი კომპრომისის ფარგლებში რაიმე მისცეს უკრაინას. ევროპა უკრაინის მხარეს უნდა იყოს. ჩვენ უკრაინის მხარდამჭერები ვართ და თუ რუსეთი და ბატონი პუტინი მზად არის საუბრისთვის, ბატონ ზელენსკიზეა დამოკიდებული მასთან შეხვედრა“, – განაცხადა იოჰან ვადეფულმა

