დიდ ბრიტანეთში მოქმედმა ანტი-მილიარდერულმა ჯგუფმა Everyone Hates Elon პარიზის ლუვრის მუზეუმში პრინც ენდრიუს დაკავების ფოტო გამოფინა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ეს ქმედება მიზნად ისახავდა ეჩვენებინათ, „როგორ დაამახსოვრდება მსოფლიოს“ ყოფილ სამეფო ოჯახის წევრი.
აქტივისტებმა ფოტო მუზეუმის კედელზე განათავსეს და მას წარწერა „He’s Sweating Now“ დაურთეს. ეს მინიშნება იყო 2019 წელს Newsnight-ში მიცემულ ინტერვიუზე, ჟურნალისტ Emily Maitlis-თან .ყოფილი პრინცის წინააღმდეგ ბრალდებები უკავშირდება ვირჯინია ჯუფრეს ჩვენებას. ჯუფრემ, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა, ამტკიცებდა, რომ არასრულწლოვან ასაკში, სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლად ყოფნის პერიოდში, მასთან სექსუალური კავშირი ჰქონდა. საქმე ასევე უკავშირდება ფინანსისტ ჯეფრი ეფშტეინს, რომელიც არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის საქმეზე იყო ბრალდებული.
გამოფენილი ფოტო ასახავს პრინც ენდრიუს ავტომობილის უკანა სავარძელში, ნორფოლკის პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ. იგი 19 თებერვალს დააკავეს.მას ბრალად ედებოდა საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენება და 11 საათი პოლიციის განყოფილებაში გაატარა.
მედიის ცნობით, ეს იყო ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრის პირველი დაკავება 1647 წელს ინგლისის მეფე ჩარლზ Iის შემდეგ.
ჯგუფმა ინსტაგრამზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ამაგრებენ ფოტოს მუზეუმის კედელზე, წარწერით: „ამბობენ, ლუვრში ჩამოკიდეთო. ასეც მოვიქეცით.“
ლუვრის ადმინისტრაციამ ფოტო დაახლოებით 15 წუთში ჩამოხსნა.

