ახალი ამბები

„ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა ,ფანტაზიაში რამდენიც უნდათ იმდენი ინავარდონ, ააგონ კოშკები და გაურკვეველ მოწინააღმდეგეებს ებრძოლონ” – გურამ მაჭარაშვილი

ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა – ფანტაზიაში რამდენიც უნდათ იმდენი ინავარდონ, ააგონ კოშკები და გაურკვეველ მოწინააღმდეგეებს ებრძოლონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ფილიალებით, მათივე მხარდამჭერებმა გაიყვანეს პოლიტიკური ველიდან.

„თუ მხედველობაში არის „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, საზოგადოებამ ნახა, რომ ეს მითები და ზღაპრები დასრულებულია. ახლა თუ კიდევ რამე ახალ მითს და ზღაპარს მოიგონებენ, ეს მათი ფანტაზიის სფეროა. ფანტაზიაში რამდენიც უნდათ იმდენი ინავარდონ, იქ არავინ არაფერს დაუშლის, ააგონ კოშკები და ებრძოლონ რაღაც გაურკვეველ მოწინააღმდეგეებს. ეს არის ის მოცემულობა, როდესაც მათი ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა. მათმა მხარდამჭერებმა, პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით ველიდან გაიყვანეს,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი გარკვეულ შეთანხმებაზე მუშაობს. როგორც ისინი ამბობენ, დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობა მიმდინარეობს, დეტალები კი საზოგადოებისთვის ცნობილი პარტიებს შორის შეთანხმების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ გახდება.

იტვირთბა....