თუ გირაოს შემიფარდებენ – გადავიხდი, პასპორტს ჩამომართმევენ – საერთაშორისო მეგობრებს ხმას მაინც მივაწვდენ – ასე ეხმაურება “ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს.
,,არ ვიქმნი მოლოდინებს, პოზიტიურს ხომ მით უმეტეს. როგორც გავიგე, სავარაუდოდ გირაო იქნება და პასპორტის ჩამორთმევა. რას ვიზამთ, რასაც ვერ ვაკონტროლებთ, იმაზე ბევრი ნერვიულობა არ ღის – მივიღებ როგორც მოცემულობას. ვერ ვივლი უცხოეთში, ამაშიც პრობლემას ვერ ვხედავ, სხვა ივლის ჩემს ნაცვლად. ჩვენს მეგობრებს ხმას როგორმე მივაწვდენ. გირაოს შემიფარდებენ – გადავიხდი, ვნახოთ რამდენი იქნება. რა უნდა იყოს ჩემთვის, რომ “ქოცებმა” გააკეთონ და გამიკვირდეს?! – ასეთი არაფერი არ არის, მზად ვარ ყველაფრისთვის”- თქვა ნიკა გვარამიამ.

