რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში კალეიკინოს ნავთობის სატუმბი სადგური იწვის – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ აფეთქებებია ასევე ბელგოროდსა და ვორონეჟში.
მათივე ცნობით, ბელგოროდის რეგიონის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, თათრეთის რესპუბლიკაში კი კალეიკინოს ნავთობის სატუმბი სადგური იწვის, რომელიც რუსეთისთვის მთავარი მილსადენების სისტემაა. ის ალმეტიევსკში მდებარეობს.
ცნობილია, რომ კალეიკინოს ატომურ ელექტროსადგურზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედია წერს, რომ ალმეტიევსკის რაიონი ითვლება „დრუჟბას“ ერთ-ერთ მთავარ საწყის წერტილად. ობიექტი ეკუთვნის Transneft-Prikamye-ს და წარმოადგენს რუსეთის მაგისტრალური ნავთობსადენის სისტემის მთავარ კვანძს, რაც მას ქვეყნის ნავთობის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ მთავარ კვანძად აქცევს.

