აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“ლუიზიანას შესანიშნავ გუბერნატორთან ერთად გრენლანდიაში სამედიცინო გემს გავგზავნით, რათა დახმარება გავუწიოთ ავადმყოფ ადამიანებს, ვინც საჭირო მკურნალობას ვერ იღებს, გემი გზაშია” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლუიზიანას გუბერნატორთან, ჯეფ ლენდრისთან თანამშრომლობით გრენლანდიაში სამედიცინო გემს გააგზავნის. Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტს თან ახლავს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სურათი.

„ლუიზიანას შესანიშნავ გუბერნატორ ჯეფ ლენდრისთან ერთად ჩვენ გრენლანდიაში დიდ სამედიცინო გემს გავგზავნით, რათა დახმარება გავუწიოთ ავადმყოფ ადამიანებს, ვინც საჭირო მკურნალობას ვერ იღებს. გემი უკვე გზაშია“, – დაწერა ტრამპმა.

ტრამპის ეს პოსტი მოგვიანებით თეთრმა სახლმაც გააზიარა.

შეგახსენებთ,რომ ჯეფ ლენდრისი ასევე არის ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი გრენლანდიის საკითხებში. ის აღნიშნულ პოსტს გასული წლის დეკემბრის თვიდან იკავებს.

იტვირთბა....