აქტუალური თემა ახალი ამბები

“დამოკიდებულება, რომელიც ბაჩიაშვილის საკითხის მიმართ გამოხატეს გერმანიის ელჩმა თუ სხვა აქტორებმა, რომლებიც საქართველოს ასე ინტენსიურად უტევენ, არის შეურაცხმყოფელი და საკმაოდ სერიოზული საფრთხის შემცველიც” – გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის და სხვა აქტორების დამოკიდებულება შეაფასა, რომლებიც წარსულში ბაჩიაშვილის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამდნენ.

„დამოკიდებულება, რომელიც ბაჩიაშვილის საკითხის მიმართ გამოხატეს გერმანიის ელჩმა თუ სხვა აქტორებმა, რომლებიც საქართველოს ასე ინტენსიურად უტევენ, არის შეურაცხმყოფელი და საკმაოდ სერიოზული საფრთხის შემცველიც. ეს დეზინფორმაციასთან ერთად საკმაოდ სერიოზული ინტენსიურ მცდელობებს უკავშირდება, საქართველოს, როგორც საერთოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციის მიზნით”, – განაცხადა გიორგი ვოლსკი.

როგორია გერმანიის ელჩის პოზიცია მას შემდეგ, რაც გიორგი ბაჩიაშვილმა დანაშაულები აღიარა? „ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოს კითხვით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ცნობისათვის, პეტერ ფიშერი ბაჩიაშვილის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.

პროკურატურის განცხადებით, გორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმაზე.

იტვირთბა....