არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს, ირანმა აშშ-ს ამერიკული თვითმფრინავების შესყიდვა და ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში შესაძლო ერთობლივი ინვესტიციები შესთავაზა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიეს ნიუსი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების ორმა რაუნდმა წარმოშვა უნიკალური წინადადებები, რომლებიც ეხება ირანის ბირთვულ პროგრამას, მისი გამდიდრების შესაძლებლობებსა და მაღალგამდიდრებული ურანის განთავსებას, ასევე იმას, თუ როგორ უნდა დაიდოს შეთანხმება, რომელიც ეკონომიკურად მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისთვის.
ორმა რეგიონულმა ოფიციალურმა პირმა „სიბიეს ნიუსს“ განუცხადა, რომ დიპლომატებმა აშშ-ის წარმომადგენელს, სტივ ვიტკოფს ურჩიეს, ირანის ბირთვული პროგრამა სხვა საკითხებისგან გამოეყო, როგორიცაა თეირანის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფებების მიმართ და ბალისტიკური რაკეტების საკითხი.
ორმა რეგიონულმა ოფიციალურმა პირმა „სიბიეს ნიუსს“ განუცხადა, რომ არაბული სახელმწიფოებისა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ამჟამინდელი დიპლომატია რეჟიმის შეცვლას არ გულისხმობს. როგორც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, საკითხი „რეჟიმის პოლიტიკის შეცვლაა“ და არა თავად რეჟიმის.
„სიბიეს ნიუსი“ წერს, რომ ამერიკაში არსებობს „ძლიერი მიმართულება, რომელიც დაინტერესებულია ირანში რეჟიმის შეცვლით

