ტატა ხვედელიანს დაუსვეს კითხვა, იმყოფებოდა თუ არა გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და თუ იმყოფებოდა, რატომ არ ავრცელებს პარტიის პრესსამსახური ფაქტის ამსახველ ფოტო/ვიდეო მასალას.
„ გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფებოდა და მაღალი რანგის შეხვედრები ჰქონდა. იქ ფოტოებისთვის ქალბატონი ბოჭორიშვილი იყო ჩასული. ჩვენს პოლიტიკურ ძალას ყოველთვის აქვს თავი, ყველაფერი საჯაროდ განაცხადოს. გახარია ღონისძიებაზე იმყოფებოდა, რომ მაღალი რანგის შეხვედრები ჰქონოდა. დრო როდესაც დადგება, ის ამის შესახებ აუცილებლად ისაუბრებს. გიორგი გახარია თავის დღის წესრიგს, განრიგს და იმას, თუ როდის დადოს ან არ დადოს ფოტო, ტელეკომპანიებს არ შეუთანხმებს. თავის დღის წესრიგს „ქართულ ოცნებასაც“ არ უთანხმებს, არ უთანხმებდა არც მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო. ღიმილის მომგვრელია, თქვენ თუ განიცდით ფოტოების და სანახაობის ნაკლებობას, ქალბატონი ბოჭორიშვილის უამრავი ფოტოალბომია, არსებობს ხელის ჩამორთმევის ფოტოებიც. გახარიას ზუსტად ისეთი შეხვედრები ჰქონდა, როგორი შეხვედრებიც დღესდღეობით „ქართულ ოცნებას“ არ დაესიზმრება, რადგან მათ ფაქტობრივად ხელის ჩამორთმევის გარდა არანაირი რესურსი აღარ დარჩათ. გაერთეთ ქალბატონი ბოჭორიშვილის ფოტოებით, ვიდრე გიორგი გახარია ფოტოებს განათავსებს,“ – განაცხადა დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა.

