ახალი ამბები

ირანმა გაერო გააფრთხილა, აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ამერიკული ბაზები მათი ლეგიტიმური სამიზნე გახდება

ირანმა გაერო გააფრთხილა, რომ თუ აშშ თავს დაესხმება ქვეყანას, ამერიკული ბაზები მათი ლეგიტიმური სამიზნე გახდება.

გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ თუ აშშ ირანს თავს დაესხმება, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ობიექტები მათ ლეგიტიმურ სამიზნეებად იქცევა.

წერილის ასლს Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

წერილში ვკითხულობთ, რომ თეირანს ომი არ სურს, მაგრამ გადამწყვეტად უპასუხებს, თუ ვაშინგტონი მას სამხედრო დარტყმას მიაყენებს.

„თავდასხმის შემთხვევაში, რეგიონში მტრის ძალების ყველა ბაზა, ობიექტი და აქტივი ირანის თავდაცვითი პასუხის კონტექსტში ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა. შეერთებული შტატები სრულად და პირდაპირ პასუხისმგებელი იქნება ნებისმიერ არაპროგნოზირებად და უკონტროლო შედეგებზე“, – ნათქვამია წერილში.

იტვირთბა....