გასულ წელს ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან ირანზე დარტყმამ, ფიზიკური რისკები შექმნა და ძირი გამოუთხარა ატომური ენერგიის სააგენტოს და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების ავტორიტეტს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის მტკიცებით, ირანზე დარტყმებით, რომელთა სამიზნეც ატომური ენერგიის სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბირთვული ობიექტები იყო, ბირთვული ინციდენტის რეალური რისკები არსებობდა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ირანს არასდროს დაურღვევია ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან გარანტიების შესახებ შეთანხმება. ლავროვის განცხადებით, ყველა რისკი და პოლიტიკური დაძაბულობა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატები 2018 წელს ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა.
„ჩვენ მჭიდრო კონტაქტს ვინარჩუნებთ ირანის წარმომადგენლებთან. ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის უფროსი მრჩეველი ალი ლარიჯანი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ჩვენთან კონტაქტს ინარჩუნებენ. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ ირანს გულწრფელად სურს ამ პრობლემის მოგვარება გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების პატივისცემის საფუძველზე. ჟენევაში ომანის სასულთნოს შუამავლობით განახლებული ირან-აშშ-ის მოლაპარაკებების ფარგლებში არასწორად დაისვა ერთი საკითხი: კერძოდ, ირანმა ნებისმიერი მიზნით უნდა მოგვცეს ურანის გამდიდრების უფლება, სრულად ან რადიკალურად შევამციროთ მისი სარაკეტო პროგრამა და შევწყვიტოთ რეგიონში ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაზე გავლენის მოხდენა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

