აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს, ჩვენს არჩევნებში ერევიან ოპოზიციური პარტიის დაფინანსებით, გვაშანტაჟებენ „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდების დაბლოკვით, ჩვენ არ დავთმობთ” – ვიქტორ ორბანი

უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს, ისინი უნგრეთის არჩევნებში ერევიან ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ დაფინანსებით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

„ისინი ასევე პოლიტიკურ შანტაჟს იყენებენ „დრუჟბის“ მილსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდების დაბლოკვით, რათა საწვავის ფასები და საყოფაცხოვრებო ხარჯები გაზარდონ. უნგრეთი არ დათმობს. ჩვენ დავიცავთ უნგრეთის ოჯახებს“, – წერს ორბანი.

ცნობისთვის, ნავთობსადენ „დრუჟბით“ ნედლეულის მიწოდება 27 იანვრიდან არის შეჩერებული. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განმარტა, რომ ეს უკავშირდება უნგრეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მილსადენის მონაკვეთზე რუსეთის დარტყმის ფაქტის დამალვას. საპასუხოდ ბუდაპეშტში განაცხადეს, რომ უკრაინულმა მხარემ მილსადენის ამ მონაკვეთზე ელექტრომომარაგება გამორთო. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინა ექსპორტის განახლების განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

იტვირთბა....