აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.

ევროკომისიამ გააფრთხილა მხარეები, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობაზე „ძალიან მძიმე შედეგები“ ექნება.

ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნიმ აღნიშნა, რომ დიპლომატიას შანსი უნდა მიეცეს, რათა მოგვარდეს ვაშინგტონსა და თეირანს შორის ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ხანგრძლივი დავა.

„სამხედრო ესკალაციას რეგიონის სტაბილურობისთვის ძალიან მძიმე შედეგები ექნება“, – განაცხადა ანუარ ელ ანუნიმ.

იტვირთბა....