ახალი ამბები

“უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ძალიან კარგი მუშაობა მიდის, ბევრი საკითხი უკვე გადაწყვეტილია, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტამდე” – ჯორჯია მელონი

“ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ მთავარი საკითხის – ტერიტორიული საკითხის – გადაწყვეტამდე”-  ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა უკრაინის რეკონსტრუქციაზეც. მელონიმ განმარტა, რომ „არსებობს სამშვიდობო გეგმა, რომელშიც ბევრი საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქაღალდზე“.

„ვხედავ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებს იმ დოკუმენტებში, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ. მიმდინარეობს ძალიან კარგი მუშაობა კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე, რაც, სხვათა შორის, ეფუძნება იტალიის წინადადებას, რომ ისინი შემუშავდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) მე-5 მუხლის შესაბამისად, თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ მთავარი საკითხის – ტერიტორიული საკითხის – გადაწყვეტამდე, სადაც რუსეთი აგრძელებს პრეტენზიების წამოყენებას, რომლებიც, ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლოა. მიმაჩნია, როგორც არაერთხელ მითქვამს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშვიდობის, არამედ სამართლიანი მშვიდობის მიღწევა“, – აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.

იტვირთბა....