ახალი ამბები

რატომ გახდა იანვარში ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო პარტნიორი და რომელი პროდუქციის გაყიდვამ დაამყარა რეკორდი?

იანვარში, ჩინეთი საქართველოსთვის N1 საექსპორტო ქვეყანა გახდა, სადაც საქონლის გადაზიდვები წლიურად 265.7%-ით 66 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამგვარად, ჩინეთზე მთლიან ექსპორტში 13.7%-იანი წილი მოდის.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ექსპორტში ჩინეთმა ყირგიზეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს გადაასწრო, რომლებიც 2025 წლის იანვარში, ავტომობილების რეექსპორტით, TOP-ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგის სათავეში იყვნენ.

2026 წლის იანვარში კი, მთლიან $1.6 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში, ჩინეთს პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილი უკავია. ჩინეთთან ექსპორტ-იმპორტი წლის დასაწყისში 223.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აზიის და მსოფლიოს ამ უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან ვაჭრობის სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტი ექსპორტს აღემატება.

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, იანვარში ჩინეთში გადაზიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველოდან ამ მიმართულებით 66 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავყიდეთ. ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წილი ძვირფასი ლითონების მადნების გადაზიდვების რეკორდულმა მატებამ შეიტანა, რაც იანვარში ჩინეთში მთლიანი ექსპორტის 77.1% იყო. გაზრდილია სპილენძის მადნების ექსპორტიც.

ჩინეთში გაყიდული TOP-5 საქონლის რეიტინგი ასეთია:

  1. ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები – $17.7 მლნ, 3 995 ტონა; ზრდა – 1 882%;
  2. ნახევარგამტარი ხელსაწყოები – $13.9 მლნ, 2 375 ტონა; ზრდა – 3 270%;
  3. სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი მზა შემკვრელი ნივთიერებები – $5.7 მლნ, 32 ტონა; ზრდა – 6 680%; ზრდა – 91.2%;
  4. მსუბუქი ავტომობილები – $5.6 მლნ, 615 ტონა; ზრდა – 91.3%.
  5. ბრტყელი ნაგლინი რკინისა ან არალეგირებული ფოლადისაგან – $5.6 მლნ, 7 960 ტონა; ზრდა – 73.8%

რაც შეეხება იმპორტს, ჩინეთი იანვრის მონაცემებით, მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება. აზიური გიგანტი 13.9%-იანი წილით იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. ჩინეთიდან იმპორტი 35%-ით 157.2 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

სტატისტიკის მიხედვით, იანვარში ჩინეთიდან რეკორდულად გაიზარდა მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელების, ნახევარგამტარი ხელსაწყოები და მზა შემკვრელი ნივთიერებების იმპორტი.

ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასეთია:

იტვირთბა....