აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“სასაცილოა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოსმენა საერთაშორისო სამართლისა და ოკუპაციის შესახებ” – ისრაელის” – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი

“ძლივს შევიკავე თავი, რომ თქვენი გამოსვლისას ხმამაღლა არ გამცინებოდა… სასაცილო იყო იმის მოსმენა, თუ როგორ საუბრობს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი სიმართლესა და საერთაშორისო სამართალზე, ტერიტორიების ოკუპაციაზე, ანექსიასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.“ – მიმართა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა რუსეთის ელჩს გაეროში.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის ელჩის, ვასილი ნებენზიას სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სიცილისგან თავი ძლივს შეიკავა“.

გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ სიტყვით გამოსვლისას ისრაელს „ოკუპანტი ძალა“ უწოდა.

„სინანულითა და შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ისრაელი, როგორც ოკუპანტი ძალა, უშიშროების საბჭოსა და გაერო-ს რეზოლუციებს, ასევე, ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის მხარდამჭერ ნიუ-იორკის დეკლარაციას არღვევს“, – აღნიშნა რუსეთის ელჩმა.

იტვირთბა....