აქტუალური თემა ახალი ამბები მერია მთავარი მსოფლიო

სირიის არმია აცხადებს, რომ შადადის სამხედრო ბაზაზე კონტროლი დაამყარა

სირიის არმია აცხადებს, რომ შადადის სამხედრო ბაზაზე კონტროლი დაამყარა.

ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში სამხედრო ოპერაცია აშშ-სთან კოორდინაციით ჩატარდა.

მედიის ცნობით, სირიის არმიის ეს ნაბიჯი აშშ-ის მიერ ალ-ტანფის სტრატეგიული ბაზიდან გასვლას მოჰყვა. იქამდე კი, აშშ-მა ქურთების მიერ მართული სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) სირიის ამჟამინდელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადასვლას დაუჭირა მხარი.

იტვირთბა....