ჯანდაცვა

უნიკალური რეცეპტი – დიეტა „კიბე“: 5 დღეში დაიკლებთ 8 კილოგრამს

დიეტა “კიბე” საშუალებას მოგცემთ, წონაში 3-დან  8 კგ-მდე დაიკლოთ. ამასთან, გახდომის პროცესი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, ხოლო შედეგი ხანგრძლივი დროის მანძილზე გაგყვებათ.

დიეტა  ხუთი საფეხურისგან შედგება. ერთი საფეხური ნიშნავს  1 დღეს და ა.შ.

I დღე – I ეტაპი

გაწმენდა:

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორედ ამ დღეს იწმინდება ორგანიზმი შლაკებისგან. და თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, თქვენი წონა 1-2 კგ-თ შემცირდება.

დღის რაციონი: 1 კგ. ვაშლი და 1 ლ-ზე მეტი წყალი. ამასთან ერთად უნდა მიიღოთ 6-8 აბი აქტივიზებული ნახშირი (თითო აბი, ყოველ 2 სთ-ში ერთხელ).

II დღე – II ეტაპი

აღდგენა:

მეორე დღე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენის ეტაპია. რაც აუცილებელია არა მარტო გახდომისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც.

დღის რაციონი: 1 ლ. უცხიმო კეფირი და 600 გრ. დაბალცხიმიანი ხაჭო. 1 ლ. წყალი ან მინერალური წყალი გაზის გარეშე.

III დღე – III ეტაპი

ენერგეტიკული:

ამ დღეს უნდა აღიდგინოთ ის ენერგია, რომელიც ორგანიზმმა დახარჯა წინა ორი ეტაპის დროს. ენერგიის აღსადგენად კი გლუკოზის მიღება არის საჭირო. მაგრამ, გლუკოზა ორგანიზმმა უნდა მიიღოს არა შაქრის, არამედ ჩირისა და თაფლის სახით.

ამ “ტკბილ” დღეს, თქვენ 0, 5-1 კგ-ს დაკარგავთ.

დღის რაციონი: 2 ს. კ. თაფლი, 300 გრ. ქიშმიში, ჩირის კომპოტი შაქრის გარეშე და წყალი.

IV დღე – IV ეტაპი

მშენებლობა:

IV ეტაპზე, ორგანიზმში არსებული ცხიმები ისე იწვება, რომ პროცესი არ ეხება კუნთის მასას. ცილების აქტიური ნაკადი ორგანიზმს საშუალებას აძლევს აწარმოოს “სამშენებლო” სამუშაოები. ამ ეტაპზე ორგანიზმი 700 -1, 3 კგ-ს დაკარგავს.

დღის რაციონი: 500 გრ. ქათმის ან ინდაურის ხორცი და მწვანილი (აუცილებელია).

ხორცი შეგიძლიათ მოხარშოთ, მოამზადოთ ორთქლზე ან ღუმელში. დღის მანძილზე, აუცილებელია წყალიც.

თუ ვეგეტარიანელი ხართ, ქათმის და ინდაურის ხორცი, შეგიძლიათ სოიას პროდუქტით (ფარშით) ჩაანაცვლოთ.

V დღე – V ეტაპი

ცხიმების ინტენსიური წვა:

ეს არის დიეტის ბოლო დღე და შესაბამისად, მისი კულმინაციური ეტაპი, დღე როდესაც უნდა მოხდეს, ორგანიზმში არსებული ცხიმების მნიშვნელოვანი რაოდენობის წვა. დიდი რაოდენობით ცხიმის წვის მიზეზი არის ორგანიზმში შექმნილი უარყოფითი ენერგეტიკული ბალანსი, რომელსაც 4 დღიანი დიეტა იწვევს. ასეთ მდგომარეობაში, რთულად მოსანელებელი საკვების მიღების შემთხვევაში, ორგანიზმი იძულებული იქნება თვითონ გამოიმუშაოს ენერგია, ორგანიზმში არსებული ცხიმების დაწვის ხარჯზე.

დღის რაციონი: ხილი, ბოსტნეული და შვრიის ფანტელები (უმი სახით).

იტვირთბა....