ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილეს ბრალი წარედგინა. ილია ღუდუშაურს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, ღუდუშაურმა, რომელიც 2022 წელს, უწყების შესყიდვების სატენდერო კომისიასაც ხელმძღვანელობდა, უკანონოდ შეაჩერა ტენდერი, გამოაცხადა ახალი, და პირობები სრულად მოარგო ერთ კონკრეტულ კომპანიას.
სახელმწიფომ კომპანიას უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 მილიონზე მეტი ლარი.

