ახალი ამბები მთავარი

საქალაქოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასწრულწლოვნების პროცესი იწყება

გიგა ავალიანის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული სკოლის მოსწავლე სასამართლოში მიიყვანეს. დემეტრე ჩიქოვანის და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი არასრუწლოვნი გოგონას პროცესი ამ წუთებში იწყება. სხდომაზე დღეს იმ მტკიცებულელების დასაშვებობის საკითხი განიხილება, რომელიც მოსავწლეების წინააღმდეგ პროკურატურამ მოიპოვა, მათ შორის არის კადრები, მიმოწერები და ჩვენებები.

დემეტრე ჩიქოვანი უკვე მე-9 დღეა შიმშილობს. მისი ახლობლები ამტკიცებენ, რომ საქმეში არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ დევს, რომელიც არასრუწლოვანი ბიჭის ბრალეულობას დაადასტურებს.

არავითარი ახალი მტკიცებულებები არ არსებობს საქმეში. დღეს არის წინასასამართლო მოსმენა. არათუ ცრუ, არათუ სუსტი, არამედ არავითარი მტკიცებულება დემეტრეს წინააღმდეგ არც პირველ ბრალთან არსებობდა და მეორესთან საერთოდ არ არსებობს. ჩემს შიმშილობაზე საუბარი ძალიან მიმძიმს მაშინ, როცა დემეტრე შიმშილობს უკვე მე-9 დღეა. მე მაქვს მოთხოვნა გენერალურ პროკურატურასთან, წაიღონ ეს ბრალი, როგორც დაუმძიმეს ჩემს შვილს არარსებული, აბსურდული ბრალი, როგორც დაწერეს ეს ბრალი, ისე წაიღონ უკან, – ამბობს ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე.

ჩიქოვანის ადვოკატის თქმით, ადვოკატის თქმით, ბრალდების მტკიცებულებები მოთხოვნების უხეში დარღვევით არის მოპოვებული.

ისევ გრძელდება წინასასამართლო სხდომა. წინა პროცესი იყო 21 იანვარს. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა კონკრეტული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ, შესაბამისად, სასამართლო, თავის მხრივ, არის სათათბიროდ გასული აღნიშნულ სასამართლოსთან დაკავშირებით,. დღეს უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება ჩვენს შუამდგომლობასთან დაკავშირებით. მტკიცებულებებს რაც შეეხება, მე მტკიცებულებების კონკრეტიზაციაში ვერ შევალ იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც თქვენთვის ცნობილია, გაუთქმელობასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ, ადვოკატებს ხელი მოწერილი, მაგრამ ზოგადად გეტყვით, რომ საქმეში არსებულ გარკვეულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, იმ კონკრეტულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომელიც დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრებულია კანონის მოთხოვნათა სრული დარღვევით, – ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს – დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იტვირთბა....