ახალი ამბები მთავარი

რუსეთმა ხარკოვის ოლქში სამგზავრო მატარებელი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთმა ხარკოვის ოლქში დრონებით დაარტყა სამგზავრო მატარებელს „ბარვინკოვო – ლვივი – ჩოპი“. ხარკოვის ოლქის პროკურატურის მონაცემებით, ამ დროისთვის აღმოჩენილია ხუთი ადამიანის სხეულის ფრაგმენტები. “დაღუპულთა იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ დნმ-ის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ“, – განაცხადეს სამართალდამცავებმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაგონში, რომელსაც ერთ-ერთი რუსული დრონი მოხვდა, 18 ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმე ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

„ნებისმიერ ქვეყანაში დრონებით სამოქალაქო ტრანსპორტზე დარტყმა ერთნაირად შეფასდებოდა – ეს არის ტერორიზმი. ამ კვალიფიკაციაში არავითარი ეჭვი არ იქნებოდა არც ევროპაში, არც ამერიკაში, არც არაბულ სამყაროში, არც ჩინეთში და არც სადმე სხვაგან. არ არსებობს და ვერ იარსებებს არცერთი სამხედრო მიზანი, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობის განადგურებას ამართლებდეს“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

იტვირთბა....