უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარა. ბუდაპეშტი კიევს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა.
პიტერ სიიარტოს განმარტებით, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მთავრობა ბოლო პერიოდის განმავლობაში “არჩევნებში ჩარევის ღია, უსირცხვილო და აგრესიულ” კამპანიას აწარმოებენ. სიიარტო წერს, რომ ქვეყნის მომავლის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ უნგრელ ხალხს ეკუთვნის.

