აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“თუ ირანი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს და ისრაელს თავს დაესხმება, ვუპასუხებთ ისეთი ძალით, რაც არასდროს უნახავს” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს, ისრაელი მკაცრად უპასუხებს.

„ირანის ღერძი ცდილობს აღდგეს – მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს გააკეთოს. თუ ირანი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს და თავს დაესხმება ისრაელს, ჩვენ ვუპასუხებთ ისეთი ძალით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

მისი თქმით, ისრაელი მუდმივ კონტაქტშია შეერთებულ შტატებთან.

„აშშ ჩვენთან მუდმივ კონტაქტშია. სრულად ვართ ინფორმირებულები“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....