ლორა თორნტონი “ოცნებას“ პასუხობს. როგორც “მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა “პირველებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ძალიან “სავალალოა.“
მისი თქმით, “ოცნებას“ თავდაცვის უნარი არ აქვს და ამის გამო თავს ინდივიდებს ესხმიან.
თორნტონმა რამდენიმე წლის წინ ირაკლი კობახიძის მხრიდან მისი შეურაცხმყოფელი სიტყვებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ “მისი ეს საქციელი უმწიფრობის ნიშანია.“
რაც უნდათ ის დამიძახონ, ეს არ ცვლის ფაქტს, რომ “ქართული ოცნება“ ანტიდემოკრატიული, პრო-კრემლისტური რეჟიმია, – დასძინა მან.
რაც შეეხება ჩემ წინააღმდეგ დაწყებულ პროპაგანდას, ეს ძალიან სავალალოა. მათ არ აქვთ თავდაცვის არანაირი უნარი და რას აკეთებენ? ისინი თავს ესხმიან ინდივიდებს. ეს უბრალოდ სავალალოა, გულწრფელად რომ ვთქვა, სამწუხარო და სასაცილოა. ამას აკეთებენ სუსტი და დაუცველი მთავრობები, როდესაც მათ თავდაცვისთვის უკეთესი არგუმენტი არ აქვთ, ისინი ცდილობენ პირად შეურაცხყოფას ან ჩემ შესახებ პერსონალური ინფორმაციის გავრცელებას. გულწრფელად გითხრათ, არ მაინტერესებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრემიერ-მინისტრი თავს დამესხა, რამდენიმე წლის წინ მან ობმოდებული მიწოდა და მინდა გითხრათ, რომ მისი ეს საქციელი უმწიფრობის ნიშანია. რაც უნდათ ის დამიძახონ, ეს არ ცვლის ფაქტს, რომ “ქართული ოცნება“ ანტიდემოკრატიული, პრო-კრემლისტური რეჟიმია, – ამბობს ის “პირველებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

