ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმედი მაქვს, კონგრესი მიიღებს ზომებს და ფინანსურ სანქციებს დაუწესებს ოცნებას“ – ლორა თორნტონი

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა 100%-ით ორპარტიულია. არც მემარცხენე და არც მემარჯვენე ფლანგი დემოკრატებიდან და რესპუბლიკელებიდან არავინ უჭერს მხარს “ქართული ოცნების“ რეჟიმს, – ამის შესახებ “მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა “პირველებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ლორა თორნტონი იმედოვნებს, რომ კონგრესი მიიღებს ზომებს და ფინანსურ სანქციებს დაუწესებს “ოცნებას“.

მისი თქმით, ქართველი ხალხი წარმოუდგენელ საქმეს აკეთებს და ყოველდღიურად მიმდინარე პროტესტი არაჩვეულებრივია.

“იმედი მაქვს, რომ საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოება გათავისუფლდება “ოცნებისგან“ და ივანიშვილისგან“, – ამბობს ის.

ვიმედოვნებ, რომ კონგრესი მიიღებს ზომებს, რათა ფინანსური სანქციები დააწესოს და დასაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმი. არ ვიძლევი გარანტიას, რომ ეს მოხდება, მაგრამ აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს დემოკრატიისთვის მებრძოლებს ბევრი მოკავშირე ჰყავთ და იმედი მაქვს ეს საბოლოოდ მოხდება.  ქართველი ხალხი წარმოუდგენელ საქმეს აკეთებს, ყოველდღიურად მიმდინარე პროტესტი არაჩვეულებრივია. მოლოდინი არსებობს, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მოიძულა მოკავშირეები, სავაჭრო პარტნიორები და ირანსა და რუსეთს ჩამოეკიდა, რაც წარმატების მომტანი არ არის.  იმედი მაქვს, რომ საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებას უფრო ნათელი მომავალი ექნება და გათავისუფლდება „ქართული ოცნებისგან“ და ბიძინა ივანიშვილისგან, – უთხრა “პირველებს“ თორნტონმა.

იტვირთბა....