ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალება, პირველადი ინფორმაციით, სხეულის გადაციებამ გამოიწვია”- შსს

შსს-ში აცხადებენ, რომ ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალება, პირველადი ინფორმაციით, სხეულის გადაციებამ გამოიწვია.

უწყებაში აცხადებენ, რომ პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს განზრახ მიყენებული დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები დღეს იპოვეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იტვირთბა....