ახალი ამბები მთავარი

პროკურატურა პოეტ ზვიად რატიანისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს

სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს პოეტ ზვიად რატიანის საქმის განხილვა. მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

პროკურატურა სილის გაწვნას „თავდასხმად“ აფასებს და კვლავ მოითხოვს რატიანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს (სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლი). ამ მუხლით წაყენებული ბრალი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 9 ოქტომბერს გადააკვალიფიცირა და ძალადობად შეაფასა.

მანამდე, იმავე მუხლით გაასამართლეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მასაც 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

იტვირთბა....