როდესაც ორი დიდი დემოკრატია ერთად მოქმედებს, უფრო ძლიერ საერთო უსაფრთხოებას ვაშენებთ – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ინდოეთსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას.
“დიდი სიამოვნებით მოვაწერეთ ხელი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან ერთად ახალ შეთანხმებას „ევროკავშირსა და ინდოეთის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობას“. პაქტი ითვალისწინებს ყოველწლიური დიალოგის დაწყებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე და საზღვაო უსაფრთხოების, კიბერ საკითხებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენ ასევე შევისწავლით ინდოეთის მონაწილეობას ევროპულ თავდაცვის ინიციატივებში“ – წერს კალასი.

