ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კანადის პრემიერმა დავოსში გაკეთებული ზოგიერთი სამწუხარო კომენტარის შემდეგ უკან დაიხია, რა თქმა უნდა, კანადა აშშ-ზეა დამოკიდებული – სკოტ ბესენტი

კანადის პრემიერმა დავოსში გაკეთებული ზოგიერთი სამწუხარო კომენტარის შემდეგ უკან დაიხია, რა თქმა უნდა, კანადა აშშ-ზეა დამოკიდებული – აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებული ზოგიერთი სამწუხარო კომენტარი უკან წაიღო.

“დღეს პრეზიდენტთან ერთად ოვალურ კაბინეტში ვიყავი. ის ესაუბრა პრემიერ-მინისტრ კარნის, რომელმაც უკან დაიხია დავოსში გაკეთებული ზოგიერთი სამწუხარო კომენტარის შემდეგ. რა თქმა უნდა, კანადა აშშ-ზეა დამოკიდებული“ – განაცხადა ბესენტმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მარკ კარნიმ მოუწოდა ერებს, შეეგუონ წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგის დასასრულს და კანადა მოიყვანა მაგალითად, როგორ შეიძლება, „საშუალო ძალებმა“ ერთად იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ ამერიკული ჰეგემონიის მსხვერპლად გახდომა.

იტვირთბა....