ახალი ამბები მთავარი

ბაქომ ისრაელის საელჩოზე თავდასხმა აღკვეთა, დაკავებულებს ISIS-თან ჰქონდათ კავშირი – Ynet

ისრაელური გამოცემა Ynet წერს, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბაქოში ისრაელის საელჩოს წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს. აზერბაიჯანმა აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ერთი დღით ადრე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეო საარი, ქვეყანას ესტუმრა. 

აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების ცნობით, ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს, როდესაც ისინი ისრაელის საელჩოს მიუახლოვდნენ და “რელიგიური მტრობის” მოტივით თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები არიან 2000 წელს დაბადებული, გულიევ ოღლუ, 2005 წელს დაბადებული ფირიევ ოღლუ და 2005 წელს დაბადებული, ალიზადე ოღლუ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიხედვით, სამივე მათგანს კავშირები ჰქონდა ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტულ ორგანიზაციასთან, კერძოდ, დაჯგუფების ხორასნის ვილაიეთთან. 

Ynet-ის ინფორმაციით, ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ “უცხოური საელჩო” იყო ნახსენები, თუმცა, გამოცემამ დაადგინა, რომ თავდასხმის სამიზნე ისრაელის საელჩო იყო. 

იტვირთბა....