ახალი ამბები მთავარი

უკრაინას საქართველოში წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, ელჩის დანიშვნას მივესალმებით – ირაკლი ფავლენიშვილი

უკრაინას საქართველოში წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, ელჩის დანიშვნას მივესალმებით – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

“როდესაც ვსაუბრობთ იმ კონფრონტაციაზე, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ნუ ახლაც არის, მაგრამ ელჩის რაღაც პერიოდში არყოფნა იყო ლოგიკური. მოხდა უპრეცედენტო რამ,  ყველაზე მეტად ეიმედებოდათ საქართველოსი და ამ დროს საქართველო ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად იყო ქცეული, მისი წარმომადგენლები რუსულ ნარატივებს ავრცელებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო არენაზე. ამიტომაც ძალიან ბუნებრივი იყო ის, რომ ასეთი სამწუხარო შემთხვევები მოხდა. თუმცა ახლა ჩვენთვის ლეგიტიმური იქნება თუ არალეგიტიმური იქნება საქართველოს მთავრობა, უკრაინის ხელისუფლებას და ზოგადად, უკრაინულ სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოში. მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით უკრაინის ელჩის დანიშვნას საქართველოში“ – განაცხადა ფავლენიშვილმა.

იტვირთბა....