ახალი ამბები მთავარი

უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილების გამო EU-ს უჩივლებენ

ნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავენ. ორბანისა და ფიცოს მთავრობები რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვას ასაჩივრებენ.

ევროკავშირის საბჭომ 2027 წლიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვა 26 იანვარს დაამტკიცა.

“უნგრეთი სამართლებრივ ზომებს მიმართავს ევროკავშირის სასამართლოში, როგორც კი REPowerEU-ს შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოქვეყნდება. ჩვენ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ მის გასაუქმებლად“, – დაწერა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ X-ზე.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა აღნიშნა, რომ ბლოკმა უნდა უზრუნველყოს „სამართლიანი, რეალისტური და სოციალურად მდგრადი გარდამავალი პერიოდი ყველა წევრი სახელმწიფოსთვის“.

გასული წლის 17 დეკემბერს, ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინადადება, რომელიც 2027 წლის 1 ნოემბრიდან რუსეთიდან გაზის შესყიდვების სრულად აკრძალვას ითვალისწინებდა. შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი შეწყვეტს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს 2026 წლის ბოლომდე, ხოლო მილსადენებით გაზის იმპორტს 2027 წლის 30 სექტემბრამდე. კანონი იძლევა ვადის გახანგრძლივების საშუალებას არაუგვიანეს 2027 წლის 1 ნოემბრისა, იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყანა ზამთრის სეზონამდე საცავებს რეზერვებით ვერ შეავსებს.

იტვირთბა....