ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს აშშ-თან და ამ ურთიერთობას შევინარჩუნებთ, ჩინეთის იგნორირებაც იქნებოდა სისულელე, მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა, არსებობს ბიზნეს შესაძლებლობები – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ „მნიშვნელოვან შესაძლებლობებზე“, რომლებიც პეკინში ვიზიტმა ბრიტანული ბიზნესისთვის უნდა მოიტანოს.
“ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს შეერთებულ შტატებთან, რა თქმა უნდა, ეს გვინდა და ამ ურთიერთობას შევინარჩუნებთ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებთან ერთად. ანალოგიურად, სისულელე იქნებოდა უბრალოდ ქვიშაში თავის ჩამალვა და ჩინეთის იგნორირება, როდესაც ის მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა და არსებობს ბიზნეს შესაძლებლობები“ – აღნიშნა სტარმერმა.

