ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპის თქმით, “დიდი არმადის” მიახლოების ფონზე ირანის რეჟიმს შეთანხმების დადება სურს – Axios

ტრამპის თქმით, “დიდი არმადის” მიახლოების ფონზე ირანის რეჟიმს შეთანხმების დადება სურს – ამის შესახრებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

თეთრი სახლის მაღალჩინოსნებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ირანზე იერიშები კვლავ განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმმა ანტისამთავრობო დემონსტრაციები მეტწილად ჩაახშო. ირანში ათასობით დემონსტრანტის დახოცვის გამო ტრამპი ახლოს იყო რეჟიმის სამიზნეებზე იერიშების დაწყებაზე ბრძანების გაცემასთან, თუმცა, მან გადაწყვეტილების მიღება გადადო და რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა, მათ შორის, ავიამზიდიც.

Axios-ის ცნობით, ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია და, დიდი ალბათობით, ამ კვირაში დამატებით კონსულტაციებს გამართავს, რის ფარგლებშიც მას ახალ სამხედრო ვარიანტებს გააცნობენ. პარალელურად, ახლო აღმოსავლეთში უკვე ჩავიდა USS Lincoln, თავის მოიერიშე ჯგუფთან ერთად, რაც დამატებით სამ საესკადრო ნაღმოსანს მოიცავს. 

იტვირთბა....