ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი ვაშაძეს 30 000-იანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა, ჩამოერთვა პასპორტი და პირადობა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერს, გიორგი ვაშაძეს საბოტაჟის საქმეზე “ოცნების” სასამართლომ 30 000 ლარის ოდენობით არასაპატიმრო გირაო შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ასევე ჩამოერთვა პასპორტი და პირადობის მოწმობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო. 

შეგახსენებთ, 2025 წლის 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების – მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გიორგი ვაშაძემ საპატიმრო 23 იანვარს დატოვა. მას სასამართლოს მიერ შეფარდებული 7-თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას.

იტვირთბა....