უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული მოლაპარაკებების შესახებ უკრაინის დელეგაციის ანგარიში მოისმინა:
“ჩვენმა დელეგაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ამერიკულ და რუსულ მხარეებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ანგარიში წარადგინა. ეს ომის დასრულების შესახებ სამმხრივ ფორმატში გამართული პირველი დიალოგი იყო. შეხვედრებზე მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული, პირველ რიგში სამხედრო, რაც აუცილებელია ომის დასასრულებლად. ასევე, განხილული იქნა რთული პოლიტიკური საკითხები, რომლებიც კვლავ მოუგვარებელი რჩება“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

