საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი გაცნობითი ვიზიტით ეწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
ელჩმა აღნიშნა ადვოკატთა პროფესიის მნიშვნელოვანი როლი სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისა და დამოუკიდებელი, ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფის პროცესში. მისივე განცხადებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახლადარჩეული თავმჯდომარის პროფესიული გამოცდილება და წლების განმავლობაში საელჩოსთან პირადი თანამშრომლობის გამოცდილება, ქმნის მყარ საფუძველს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და თურქეთს შორის საადვოკატო სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისათვის.

