ახალი ამბები მთავარი

ოპოზიციაში წარმოუდგენიათ, რომ ერთობლიობაში შეიძლება, ძალა ჰქონდეთ, მაგრამ სრულიად განადგურებული არიან, წლებია, გაერთიანებაზე საუბრის მიღმა არაფერი გვინახავს – მახარაშვილი

ოპოზიციაში წარმოუდგენიათ, რომ ერთობლიობაში შეიძლება, ძალა ჰქონდეთ, მაგრამ სრულიად განადგურებული არიან, წლებია, გაერთიანებაზე საუბრის მიღმა არაფერი გვინახავს – ამის შესახებ ლევან მახარაშვილმა განაცხადა.

“რადიკალურ ოპოზიციაში წარმოუდგენიათ, რომ ერთობლიობაში ძალა შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ ფაქტია, სრულიად განადგურებული არიან. მესმის, მათ ფენიქსივით ხელახლა აღდგენის სურვილი აქვთ. ეს მითიურ წარმოდგენაში შესაძლებელია, მაგრამ პოლიტიკაში მას შემდეგ, რა შეცდომებიც დაუშვეს და ქართულ საზოგადოებას რაც გაუკეთეს, ძნელად წარმომიდგენია, ამ პარტიებმა საკუთარი თავის რეაბილიტაცია შეძლონ. სხვადასხვა სახელით, თუ ფერით გაერთიანებაზე მხოლოდ საუბრები მიმდინარეობს, წლებია, საუბრის მიღმა არაფერი გვინახავს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

იტვირთბა....