რადიკალების გაერთიანება ის საფრთხობელაა, რომლითაც, მგონი, ერთმანეთს უფრო აშინებენ, სინამდვილეში არანაირი გაერთიანება არ იგეგმება – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
“მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. რადიკალები არათუ ახლა, არამედ საარჩევნოდაც კი საზღვარგარეთ დარბოდნენ და მხარდაჭერის მოპოვებას იქ ცდილობდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ეს მხარდაჭერა ქართველ ხალხში მოეპოვებინათ. ნულს ქვემოთ არსებული რეიტინგის პარტიები გაერთიანებდებიან და ამ ყველაფერს რადიკალიზმის გაღვივებისთვის ახალი შესაძლებლობის მიცემის შესაძლებლობა ექნება? – ეს ასე არ მოხდება. მათი პოლიტიკური საქმიანობის შედეგი ნულია და ფარატინა ქაღალდზე ხელის მოწერას ვერ გასცდებიან“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

