ახალი ამბები მთავარი ციტატა

კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა მთავარი წინაპირობაა გაფართოების დღის წესრიგში პროგრესის მისაღწევად, საქართველოსგანაც ამას ველოდებით – მარილენა რაუნა

კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა მთავარი წინაპირობაა გაფართოების დღის წესრიგში პროგრესის მისაღწევად, საქართველოსგანაც ამას ველოდებით – ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ​კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილე მარილენა რაუნა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ შეინარჩუნოს ევროპული პერსპექტივა.

“გაფართოება მთავარი პრიორიტეტია კვიპროსისთვის. ახლა არის მომენტი გაფართოებისთვის, რომ ევროკავშირმა თავისი მოვალეობა შეასრულოს. ევროკავშირი ასრულებს, როდესაც ჩვენი პარტნიორები ასრულებენ. კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა არის მთავარი წინაპირობა ჩვენი პარტნიორებისთვის, რათა გაფართოების დღის წესრიგში პროგრესი ჰქონდეთ. ამას ველოდებით საქართველოსგანაც. ძალიან მნშვნელოვანია, შეინარჩუნონ ევროპული მეზობელი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა“ – განაცხადა მარილენა რაუნამ.

იტვირთბა....